|
2022-06-08 10:29:22, 1214 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი - 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება ზიანის მომტანი იქნებოდა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს ვლადიმერ პუტინთან დიპლომატიურ ურთიერთობას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას "ომის გამოცხადებად" აღიქვამდა. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ოლიგარქების მიერ მართული და დემოკრატიულად განუვითარებელი უკრაინა მაშინ ნაკლებად მომზადებული იქნებოდა ომისათვის, ვიდრე ახლა. „ძალიან ცუდად ვიგრძნობდი თავს, რომ მეთქვა: „ამ კაცთან [პუტინთან] ლაპარაკს აზრი არ აქვს დიდი ტრაგედიაა, რომ არ გამოვიდა, მაგრამ მე არ ვადანაშაულებ ჩემს თავს მცდელობაში”, - დასძინა მერკელმა. კითხვაზე, ნანობს თუ არა იგი უკრაინისა და საქართველოსათბის სამოქმედო გეგმის გადაცემის დაბლოკვას 2008 წელს, მერკელმა თქვა: „უკრაინა არ იყო ის ქვეყანა, რომელსაც ახლა ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც ძალიან გაყოფილი იყო… რეფორმისტული ძალებიც კი [იულია] ტიმოშენკო და [ვიქტორ] იუშჩენკო ერთმანეთს ებრძოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო ქვეყანა, რომლის დემოკრატიაც შინაგანად იყო განმტკიცებული“. მისი თქმით, იმ დროს უკრაინას "ოლიგარქები მართავდნენ".
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)