07:09 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 01:21:03, 2201 ნახვა

საზოგადოება
როდის უნდა მივმართოთ კარდიოლოგს?

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქტუალობის მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. 

გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით – დაწყებული გულმკერდის კუნთის ტკივილით, დამთავრებული გულის შეტევით ან გულის ქრონიკული დაავადებით, ამიტომ მისი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

გულის დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: 

● გულის უკმარისობა

● გულის იშემიური დაავადება

● არტერიული ჰიპერტენზია

● არითმია

● სარქვლოვანი პათოლოგიები

● პერიკარდიტი

● აორტის სარქვლის დაზიანებები

როგორც წესი, კარდიოლოგიური დაავადებები მამაკაცებში უფრო ადრე ვლინდება, ვიდრე ქალბატონებში. ასაკობრივი დარღვევები კაცებში 40 წლიდან, ქალებში კი 55 წლიდან იჩენს თავს, ამიტომ პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება აუცილებელია. 

თუ გულ-მკერდის არეში მოულოდნელად იგრძენით: 

● მწვავე ტკივილი, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა

● ძლიერი სიმძიმე, მოჭერის მსგავსი შეგრძნება

● ტკივილი გადაეცემა სხეული სხვა ნაწილებს - ზურგი, კისერი, ყბა, მკლავები

● გაქვთ სუნთქვის უკმარისობა, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, სისუსტე

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ზემოჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში REDMED-ი აძლევს პაციენტებს საშუალებას ონლაინ გაიარონ კონსულტაცია კარდიოლოგთან, ვიდეო ან აუდიო ზარით. 

მოგეხსენებათ, REDMED-ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გაკავშირებს სასურველ ექიმს, შენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას. პლატფორმა აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან. 

გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მოგვარებაში REDMED-ის კარდიოლოგები დაგეხმარებიან. გარდა ამისა,  REDMED-ის პარტნიორ ლაბორატორიებში 900-მდე კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. შეგიძლიათ, გამოიძახოთ სასურველი ლაბორატორია  და გაიკეთოთ ანალიზები სახლიდან გაუსვლელად; ან დაჯავშნოთ ლაბორატორიაში ვიზიტი აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის დახმარებით. დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც ექიმი REDMED-ის პორტალზე გამოგიგზავნით. 

REDMED-ი შენი და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებს.

როგორ ავიცილოთ თავიდან კარდიოლოგიური დაავადებების განვითარება?

კარდიოვასკულური დაავადებების 90%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა:

● უარი თქვათ თამბაქოზე

● შეზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება

● მუდმივად ვაკონტროლოთ ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, თირკმლისმიერი დარღვევები. 

აუცილებელია, მიირთვათ ცხიმით ღარიბი საკვები, თუმცა საყურადღებოა, რომ უახლესი რეკომენდაციების მიხედვით კვების რაციონიდან ცხიმის სრული ამოღება არ არის გამართლებული. საჭიროა, დაბალანსებული რაოდენობით მივიღოთ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. 

და რაც მთავარია, დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი, აქტიურად ივარჯიშოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics