2022-06-06 18:36:51, 1576 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინულმა ძალებმა პოლტავას ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინულმა ძალებმა პოლტავას ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. - განაცხადაპოლტავას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ლუნინმა.
მისივე თქმით, ნუ უგულებელყოფენ საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმას.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოლტავას თავზე მტრის რაკეტა ჩამოაგდეს. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმას. დიდება უკრაინას". - განაცხადა დმიტრი ლუნინმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,