|
2022-06-06 16:58:33, 1134 ნახვა
საზოგადოება
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის დაცული ტერიტორია შეიქმნება
დღეს გამართულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ” მოიწონა. კანონპროექტის თანახმად „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ”, გათვალისწინებულია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება. ეს იქნება პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელიც ქართველი მეცნიერის, ცნობილი გარემოსდამცველის და პოეტის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს უკვდავყოფს. ნუგზარ ზაზანაშვილის უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში მრავალი დაცული ტერიტორია შეიქმნა; მისი ზედამხედველობით, სამუხის ველზე, 2013 წლიდან, აქტიურად მიმდინარეობს ქურციკის (ჯეირანის) აღდგენის პროექტი. საქართველოში, 1990 წლებში, ქურციკი სრულად გადაშენდა. 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით, WWF-ის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სხვა მრავალი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, ამ სახეობის აღდგენის პროექტი დაიწყო. დღეისათვის, სამუხის ველზე და მიმდებარედ უკვე, დაახლოებით, 200 ქურციკი ბინადრობს. წელს ლიკლიკების მერვე თაობა დაიბადა. ქურციკის აზერბაიჯანიდან რეინტროდუქცია (სახეობის კვლავ დაბრუნება/აღდგენა) ითვლება ყველაზე წარმატებულ საკონსერვაციო და აღდგენის პროექტად საქართველოში. დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ქურციკის პოპულაციის გრძელვადიან გადარჩენას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებას და ტრადიციული მეცხვარეობისა და საძოვრების მდგრად გამოყენებას.
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)