2022-06-05 11:06:04, 1319 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევის ორ რაიონში სარაკეტო დარტყმები განხორციელეს
5 ივნისს, რუსმა ოკუპანტებმა კიევის ორ რაიონში სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა სერხი ლეშჩენკომ განაცხადა.
მისივე ცნობით, იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქებები დნეპრისა და დარნიცკის რაიონებში მოხდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე დაადასტურა დარტყმა კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
"აგრესორი აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს ჩვენს ქვეყანაში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ კიევში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,