01:10 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 10:41:55, 419 ნახვა

სამართალი
მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით თაღლითთა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 5  წევრი დააკავა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2008 წლის მაისის თვეში, ქ. მცხეთის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, მის მიერვე შექმნილ ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ქ. მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლის დირექტორთან და კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ქ. მცხეთაში, ფარნავაზის მოედნის მიმდებარედ 8 366 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ 125 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლებებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 2008 წლის მაისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 1 425 333 ლარს.  

 საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე,  362-ე, 332-ე  და 341-ე მუხლით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics