|
2022-06-03 17:04:02, 1291 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: „ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით საქართველოს საელჩოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საელჩოების როლის გაზრდა როგორც ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე საექსპორტო ბაზრების უფრო ეფექტური ათვისებისა და ექსპორტის წახალისებისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკური დიპლომატიის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მასში საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის, EBRD-ისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროგრამა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, ევროკავშირის მხარდაჭერით, EBRD-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით განხორციელდა, საქართველოს საზღვარგარეთ მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობდა ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში. სასწავლო კურსს ბრიტანული ორგანიზაცია ICPS ექსპერტები უძღვებოდნენ. „გადამზადდა საქართველოს საელჩოებში დასაქმებული 80- მდე თანამშრომელი, რომლებიც ეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ, ასევე გადამზადდა რამდენიმე ტრენერი, რაც უზრუნველყოფს ამ პროგრამის უწყვეტობას და მდგრადობას. ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო წაახალისებს და მაღალ დონეზე აწევს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ ორი მიმართულებით საქართველოს მთავრობის მუშაობას" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და EBRD-ს პროგრამის მხარდაჭერისთვის. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები, რის შემდეგაც გადამზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)