08:17 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 14:06:29, 956 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის  ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს   უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის “ წიგნად გამოცემას.

საიუბილეო გამოცემას თან დაერთვება უნიკალური ფოტოები, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო ოკრიბაშვილმა.
ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ   უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი თარხუჯ  ჯავახიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე.

უნივერსიტეტის სტუდენტური  თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხოვლეს საჯარო სკოლას  საჩუქრად ფერადი პრინტერი და წიგნები გადასცა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics