10:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 13:19:16, 2355 ნახვა

ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლეიენი - 100 დღის წინ რუსეთმა გაუმართლებელი ომი წამოიწყო, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას

100 დღის წინ რუსეთმა გაუმართლებელი ომი წამოიწყო უკრაინაში. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას,- ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონდ დერ ლეიენი უკრაინაში მომდინარე ომის მე-100 დღეს.

მისი თქმით, უკრაინელების სიმამაცე პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს.

„100 დღის წინ რუსეთმა გაუმართლებელი ომი წამოიწყო უკრაინაში. უკრაინელების სიმამაცე ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. დღეს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან განვიხილავ ევროკავშირის ამჟამინდელ და სამომავალო მხარდაჭერის საკითხს უკრაინისადმი“,- წერს ლეიენი.

გარდა ამისა, ლეიენს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან, რათა განიხილონ ევროკავშირის ამჟამინდელი და სამომავლო მხრადაჭერის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics