16:32 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 10:50:38, 1406 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი 40-ზე მეტი ხომალდის მონაწილეობით საზღვაო წვრთნებს იწყებს

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი 40-ზე მეტი ხომალდის მონაწილეობით, საზღვაო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმციას რუსული ადგილობრივი მედია საშუალებები თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

წვრთნები, რომელიც გაგრძელდება 10 ივნისამდე, მოიცავს გემებს, რომლებიც ეძებენ „დამცდარ მტრის წყალქვეშა ნავებს“ და „შეიმუშავებენ საჰაერო თავდაცვის ორგანიზაციას გემების ტაქტიკური ჯგუფებისთვის, რათა შეასრულონ საბრძოლო წვრთნები ზედა და საჰაერო სამიზნეებზე“. 

"რუსეთის სარდლობის ხომალდი მარშალ კრილოვი, ფრეგატი მარშალ შაპოშნიკოვი და დიდი წყალქვეშა გემებისა და კორვეტების ჯგუფი, მცირე წყალქვეშა გემები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, სარაკეტო ნავები და დამხმარე ხომალდები, ყველა იმუშავებს წყნარი ოკეანის დანიშნულ ადგილებში",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

წვრთნები მას შემდეგ ტარდება, რაც რუსეთის შეჭრამ უკრაინაში 100 დღის ნიშნულს  მიაღწია.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ქვედანაყოფებმა "განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით" .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, რუსეთიდან იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics