22:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 12:18:57, 848 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოს უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება. პროექტის რეალიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწერეს ხელი.

იუსტიციის მინისტრმა წარმატება უსურვა მომავალ სტუდენტებს და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს ციფრული უნივერსიტეტის პროექტში აქტიური ჩართულობისათვის:

„დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტ ციფრული უნივერსიტეტის მნიშვნელობას და იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა პირებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რატი ბრეგაძემ მიხეილ ჩხენკელს N5 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ფეხბურთის მოედანი და სილამაზის სალონი დაათვალიერებინა.

„ციფრული უნივერსიტეტი იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი შესრულებული დაპირება და უწყების განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის ნაწილია. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ელექტრონულად მიიღონ განათლება საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.

პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთა განათლების უფლების რეალიზაციისა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics