18:32 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 22:24:54, 1211 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთმა ევროკავშირისგან პატრიარქი კირილის სანქციებულთა სიიდან ამოღება მოითხოვა

უნგრეთმა მოითხოვა პატრიარქ კირილის ამოღება ევროკავშირის შემდეგი პაკეტის მიხედვით სანქციების ქვეშ მყოფი პირების სიიდან. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ბუდაპეშტში მსგავსი მოთხოვნის მიზეზებს სააგენტო არ აკონკრეტებს. ამასთან, Bloomberg-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ამ კვირაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის სახელი სანქციების განხილვისას საერთოდ არ იყო ნახსენები.

დასავლური მედია პატრიარქ კირილის ახალ სანქციების სიაში შეყვანის გეგმებზე მაისის დასაწყისში წერდა. შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააფრთხილა, რომ ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ასეთ ნაბიჯს, რადგან ეს „ზემოქმედებს რელიგიურ თავისუფლებაზე“.

ევროკავშირის ლიდერები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე, ნავთობის ემბარგოზე უთანხმოების გამო - რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, ეწინააღმდეგებოდა ამ ზომას. შედეგად, 30 მაისს ევროკავშირმა მიაღწია კომპრომისს: იმპორტის აკრძალვა შეეხება მხოლოდ ნავთობს, რომელიც მიწოდებულია ზღვით და არა მილსადენით.

ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს გარდა, სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი გეგმავს Sberbank-ის გათიშვას SWIFT-დან, ასევე აკრძალოს კიდევ სამი რუსული სახელმწიფო არხის მაუწყებლობა მის ტერიტორიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics