|
2022-06-01 17:45:38, 1406 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
ქეთევან დედოფლის გამზირზე შემდეგი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდგომ ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, რეაბილიტაციის განმავლობაში, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, თელავის ქუჩის შემდეგ ბოჭორმის ქუჩაზე, ხოლო ბოჭორმის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით. მეტროსადგურ „ავლაბარიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირიდან თელავის ქუჩის მიმართულებით და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. „მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ხოლო კაჩინსკის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ბოჭორმის, ა. ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით. ბოჭორმის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქეთევან დედოფლის გამზირზე, ასევე, თელავის, წინანდლისა და იალბუზის ქუჩებზე. იალბუზის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს კი ბოჭორმის ქუჩაზე გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337, N393 და მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ, შემდეგ მოძრაობას კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ და ქეთევან დედოფლის გამზირზე გადავლენ, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან თელავის ქუჩის გადაკვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, რის შემდეგაც, მოძრაობას ბოჭორმისა და კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, ხოლო კაჩინსკისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გადაკვეთიდან უკვე არსებული სქემით იმოძრავებენ“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)