23:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 10:30:21, 1055 ნახვა

ეკონომიკა
კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა

კატარში საქართველოს საელჩოს და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company) ხანგრძლივი თანამშრომლობის და მუშაობის შედეგად, პირველად საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანია (QDC - Qatar Distribution Company) კატარში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის და იმპორტის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა.  სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში. 

კატარის სადისტრიბუციო კომპანიაში ქართული ღვინის კუთხე კატარში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და სადისტრიბუციო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გარეტ კოგანმა ერთობლივად გახსნეს.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის ამაღლების მიზნით, კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სასტუმროში Ritz Carlton ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.  ღონისძიებას კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ასევე, ჰორეკა სექტორის და ადგილობრივი  ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას გასცნობოდნენ, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები.

კატარის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, რომლის დროსაც კატარს მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორი ეწვევა“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics