09:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 10:20:20, 2595 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვუახლოვდებით იმ წერტილს, სადაც რუსეთს მოუწევს იარაღის გადადება და დიპლომატიაზე გადასვლა

ჩვენ ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს მოუწევს იარაღის დაყრა და დიპლომატიაზე გადასვლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელესნკის თქმით, დობასში სიტუაცია ახლა უკიდურესად მძიმეა.

„დონბასში ვითარება მთლიანობაში უკიდურესად მძიმეა. რუსული არმია ცდილობს შერჩევით შეკრიბოს უმაღლესი ძალები, რათა უფრო და უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს ჩვენს დამცველებზე. იქ, დონბასში, რუსული არმიის მაქსიმალური საბრძოლო ძალა შეიკრიბა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, ავდეევკა, კურახოვო, სლავიანსკი და სხვა დასახლებები რჩება ოკუპანტების მთავარ სამიზნეებად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მცველებს რომლებიც, მიუხედავად ოკუპანტების ტექნიკური და რაოდენობრივი უპირატესობისა, გმირულად იკავებენ ხაზს.

„დღეს რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს ხარკოვი. ჩვენი სუმის რეგიონის ტერიტორიაც დაიბომბა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. ბრძოლა ხერსონის ოლქისთვის გრძელდება. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას და თანდათან ვუახლოვდებით იმ წერტილს, სადაც რუსეთს მაინც მოუწევს იარაღის გადადება, ყველა დაღუპულის დათვლა და დიპლომატიაზე გადასვლა. აუცილებლად მოგიწევთ“, - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics