06:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 10:20:42, 2583 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 5 თვის ბავშვი

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას 5 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნშნულის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

კლიმენკოს თქმით, რუსული არმია აგრძელებს უკრაინელი ბავშვების მკვლელობას და ოჯახების განადგურებას.

„როდესაც დაბომბვა დაიწყო, ქუჩაში ახალგაზრდა ოჯახი დადიოდა: ცოლ-ქმარი, რომლებსაც ხელში 5 თვის ბავშვი ეჭირათ. მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციამ ბავშვის ცხედარი იპოვა. აფეთქების ტალღამ ბავშვი მამის ხელებიდან სადარბაზოს სახურავზე ააგდო“,- წერს კლიმენკო.

გარდა ამისა, პოლიციის უფრსმა ასევე აღნიშნა, რომ დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 დაშავდა.

„ჩვენი მოვალეობაა მტერს პასუხი გავცეთ მის დანაშაულებზე. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ ამის გაკეთებას“,- დასძინა კლიმენკომ.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics