01:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 16:46:29, 1106 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: „დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი"

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!  საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას და ასევე ვუსურვებ ერთობას" -  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და სამინისტროს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღე ყოველთვის დიდი ზეიმია და ყოველთვის ემოციურია, მაგრამ წელს ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის დამოუკიდებლობის ისტორიის პირობებში, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც ევროკავშირში წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და ძალიან დიდი იმედით ველოდებით ევროკავშირისგან დადებით პასუხს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გააგრძელოს, გააგრძელოს ევროინტეგრაცია და შევძლოთ ქვეყნის განვითარება იმგვარად, იმ ღირებულებებით, როგორიც ყველას ერთად გვინდოდა - ეს არის ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  ისეთ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ხდება  დამოუკიდებლობის, საერთაშორისო სამართლის ხელყოფა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნები და ერთიანები ვიყოთ, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში  სადღესასწაულო  ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში.  მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის,  „საქრუსენერგოს," ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სივრცეები და პავილიონები.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics