2022-05-25 19:49:02, 1678 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვერ ვხედავ დასავლეთის ერთიანობას იარაღით მხარდაჭერის საკითხში
ვერ ვხედავ ერთიანობას იარაღით მხარდაჭერის საკითხში. - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, ერთიანობა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.
"ერთიანობა იარაღს ეხება. მე მაინტერესებს არის თუ არა ეს ერთიანობა პრაქტიკაში, მე ამას ვერ ვხედავ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,