23:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 13:14:21, 919 ნახვა

ეკონომიკა
გაერო - უკრაინაში ომმა შესაძლოა 70-ზე მეტი ქვეყნის კრიზისი და დეფოლტი გამოიწვიოს

უკრაინის ომით გამოწვეული ან გამწვავებული კრიზისები სურსათის, საწვავის და ფინანსების მხრივ, საფრთხეს უქმნის ღარიბ ქვეყნებს და შესაძლოა, 70-ზე მეტი სახელმწიფოს დეფოლტი გამოიწვიოს, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა აჩიმ შტაინერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, მაღალმა ინფლაციამ და საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს დეფოლტი 70-ზე მეტ ქვეყანაში. შრი-ლანკამ უკვე გამოაცხადა დეფოლტი მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.

"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ვუპასუხოთ კრიზისის მასშტაბებს. ბევრ განვითარებად ეკონომიკას უბრალოდ არ აქვს ფული", - თქვა შტაინერმა.

რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, ქმნის დეფიციტს და ზრდის ფასებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე, რომლებიც თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.

ამის ფონზე, წელს მარცვლეულის მსოფლიო ფასი 50%-ით გაიზარდა და რეკორდულ დონეს მიუახლოვდა. სიმინდი 32%-ით გაძვირდა, ხოლო სოიო 26%-ით.

გარდა ამისა, ენერგორესურსები ძვირდება. ენერგორესურსების დეფიციტი კი, თავის მხრივ, აჩქარებს სურსათის ინფლაციას სასუქების გაძვირების გამო, რომლის წარმოებაშიც ბუნებრივი აირი გამოიყენება.

ენერგიის, საკვებისა და ვალების „სამთავიანი ჰიდრა“ „მოიწვევს მრავალ განვითარებად ქვეყანაში საყოფაცხოვრებო შემოსავლების და საჯარო სერვისების კოლაფსს“, - თქვა მარკ მალოქ-ბრაუნმა, ღია საზოგადოების ფონდების პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია , რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუ არ შეჩერდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics