|
2015-02-05 10:00:43, 1489 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური: სპეცდანიშნულების ბიჭები მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის ის თანამშრომლები, რომლებიც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეში არიან ბრალდებულები, მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ. ამის შესახებ გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელსაც ის მინისტრის რანგში პირველად ესწრება. მისივე თქმით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს, თუმცა ინფორმაციები შს სამინისტროსაც აქვს. მინისტრი ამბობს, რომ თუკი საქმის მიმდინარეობისას სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთება, ადეკვატური რეაგირება მოხდება. "მოგეხსენებათ, პროკურატურას მიყავს ეს საქმე.ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, ის ხალხი დააკავეს.კიდევ მიმდინარეობს გამოძიება და თუ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ასევე მოხდება მათი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. რომ ვთქვა რომ არ გქვონდა ინფორმაცია და ისე გავათავისუფლეთ, ტყუილი იქნება.პროკურატურამ მოგვმართა, რომ უნდა მიმხდარიყო მათი დაკავება.ვთხოვეთ კადრების სამსახურში აყვანა. ვწუხვარ, რომ სპეცდანიშნულების ბიჭები მსხვერპლნი გახდნენ მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)