04:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 11:19:09, 1510 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ომის დასრულების პირობებს ასახელებს

უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება რაღაცეებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, სხვადასხვა მხარის სურვილზე, ერთიანი დასავლეთის ძალასა და იარაღზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება რუსეთის სურვილზეც არის დამოკიდებული.

„რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ეს ომი, ვფიქრობ, ეს რაღაცეებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, სხვადასხვა მხარის სურვილზე, ერთიანი დასავლეთის სურვილზე, ძალასა და იარაღზე, უკრაინის ფინანსურ სიძლიერეზე, ერთიან სურვილზე. დასავლეთს არ უნდა შეეშინდეს რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენკსიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს რა ხდება ახლა მსოფლიოში. ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ვლადიმერ პუტინი მზად იქნება რეალობაში გადასასვლელად, ის აუცილებლად მიხვდება, რომ აუცილებელია მისი დაწყებული ომის დასრულება.

„ის ცხოვრობს საკუთარ საინფორმაციო სამყაროში, ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინა არ წავა დათმობებზე. ჩვენ ვიბრძვით საკუთარ მიწაზე და არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის, მომავლისთვის. მან უნდა იცხოვროს რეალობაში.  დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, შუამავლების დახნმარებით საუბარს აზრი არ აქვს“, - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე გამოაცხადა მზადყოფნა რუსეთის ფედერაციასთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის. მან ამ საკითხზე ერთადერთ შესაძლო თანამოსაუბრედ ვლადიმერ პუტინი დაასახელა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics