03:40 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 11:12:39, 1203 ნახვა

საზოგადოება
ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა

ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სალექციო კურსები მოისმინეს, დეტალურად გაეცნენ ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს.

„იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა პროფესიული უნარ-ჩვევები და დარგობრივი ცოდნა გაიღრმავეს.

პროექტში ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში" ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 120-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა. გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი და საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაესწრნენ.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ 14 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, ინოვაციური სერვისების დანერგვას, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics