09:19 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 10:33:07, 2020 ნახვა

ომი უკრაინაში
ვენედიქტოვა - უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გავასამართლებთ

უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

ვენედიქტოვას თქმით, რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულის დაახლოებით 13,000 საქმეა გამოსაძიებელი.

„ჩვენ უკვე აღძრული გვაქვს 13000-მდე საქმე, რომელიც მხოლოდ ომის დანაშაულებს უკავშირდება. ამ კატეგორიაში ეჭვები დაფიქსირდა დაახლოებით 49 პირზე, რომლებზეც ჩვენ დავიწყეთ დევნა ომის დანაშაულებისთვის,“- განაცხადა პროკურორმა.

გარდა ამისა, ვენედიქტოვამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალურ პირებს აქვთ დაახლოებით 600 ეჭვმიტანილის სია, რომლებიც, სავარაუდოდ, ომის დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი. მისივე თქმით,  რუსული ძალების მიერ დაფიქსირებული დარღვევები, რომლებიც მისმა გუნდმა დააფიქსირა, უტოლდება "გაუგონარ მიზანმიმართულ სისასტიკეს და ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ" და დასძინა:

შეგახსენებთ, რომ მანამდე, კიევის სასამართლომ რუს სამხედროს ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა 62 წლის უიარაღო სამოქალაქო მოქალაქის, ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობისთვის მიუსაჯა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics