03:18 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 10:30:27, 1583 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული

ყოველდღიურად უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული, - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ღია წერილს აქვეყნებს და უკრაინელ ბავშვებს მიმართავს.

როგორც ჯონსონი წერს, ბრიტანეთი ამაყობს უკრაინელი ბავშვებით, რომლებიც არ არიან მარტო, რადგან მსოფლიოში უამრავი მეგობარი ელოდებათ. 

"ბევრმა თქვენგანმა ნახა ან განიცადა ისეთი რამ, რაც არცერთ ბავშვს არ უნდა ენახა. თუმცა, ყოველდღიურად უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული. როგორ უნდა ასწიო თავი მაღლა ყველაზე რთულ დროს.

თქვენ არ ხართ მარტო. შეიძლება შინ დაშორდეთ მეგობრებს, მაგრამ მილიონობით გყავთ, მსოფლიოში. აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვაფრიალებთ უკრაინის დროშებს ჩვენი სახლებიდან, ოფისებიდან, ეკლესიებიდან, მაღაზიებიდან და სათამაშო მოედნებიდან. ჩვენი ახალგაზრდები ხატავენ თქვენს დროშას და ამზადებენ ლურჯ და ყვითელ სამაჯურებს თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად", - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტს, 7,5 მილიონ ბავშვს ომის შედეგად საცხოვრებლის დატოვება მოუწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics