|
2022-05-21 15:08:54, 1609 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 40 მილიარდი დოლარის უკრაინის დახმარების პაკეტს. - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს. მისივე თქმით, კანონპროექტი სეულში გადაეგზავნა მას შემდეგ, რაც სენატმა დაამტკიცა.ბაიდენი ამჟამად ესწრება სახელმწიფო ვახშამს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან. მან ხელი დღეს მოაწერა დახმარების პაკეტს კამერების მიღმა . ცნობისთვის, კანონპროექტის მიხედვით, პაკეტი მოიცავს 20,1 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც სავარაუდოდ, ითვალისწინებს მოწინავე იარაღის სისტემების გადაცემას, როგორიცაა საზენიტო რაკეტები და შორი დისტანციის არტილერია. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)