00:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 13:48:05, 1431 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი: ომში გამარჯვება აუცილებლად იქნება ბრძოლაში, მაგრამ დასასრული კი დიპლომატიაში

ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ უნდა დავასრულოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

ინტერვიუში ზელენსკიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხედავს რუსეთის ფედერაციასთან ომის დასრულებას.

„მართალია ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ უნდა დავასრულოთ. ვფიქრობდი, რომ დიალოგით შეგვეძლო დასრულება. ახლა მივხვდი, რომ დასასრულიც დიპლომატიური იქნება, თავად დასასრული. მაგრამ, სამწუხაროდ, ვფიქრობდი, რომ ამ დიალოგს, შესაბამისი ტერმინი ჰქონდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ დასძინა, რომ მას სჯეროდა, რომ დიალოგთ შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვაზე პასუხისა და მრავალი გამოსავალის პოვნა.

„ახლა კი ეს ყველაფერი მანქანას ჰგავს - და არა ბენზინზე ან ელექტრო მანქანას, არამედ ჰიბრიდს, ამიტომაა ომი ასეთი რთული. გამარჯვება კი ძალიან რთული და სისხლიანი იქნება, ომში გამარჯვება აუცილებლად იქნება ბრძოლაში, მაგრამ დასასრული აუცილებლად დიპლომატიაში, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არის რაღაცეები, რასაც მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ დავასრულებთ... იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ყველაფრის დაბრუნება, ხოლო რუსეთის ფედერაციას არ სურს ყველაფრის დათმობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაფრის გაცემა. ამიტომ, დასასრული იქნება ასეთი“, - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ის მზად იყო რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, მაგრამ მოლაპარაკებების მიზნები იმის მიხედვით შეიცვლებოდა, თუ როდის გაიმართება შეხვედრა.

მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი გადადის დასკვნით ფაზაში, რომლის დროსაც იქნება კონტრშეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics