|
2022-05-21 10:45:15, 1794 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg - ჩინეთის ეკონომიკა 1976 წლის შემდეგ შესაძლოა პირველად ჩამორჩეს აშშ-ს ეკონომიკურ ზრდას
ჩინეთის ეკონომიკის ზრდა კოროვირუსის გამო კარანტინთან დაკავშირებით შესაძლოა შეერთებულ შტატებს 46 წლის განმავლობაში პირველად ჩამორჩეს, ნათქვამია Bloomberg-ის ანალიტიკოსების პროგნოზიდან. ჩინეთის კოროვირუსული ჩაკეტვა ნიშნავს, რომ მისი ეკონომიკური ზრდა შეიძლება ჩამორჩეს შეერთებულ შტატებს პირველად 1976 წლის შემდეგ, რამაც გამოიწვია როლის შეცვლა პოტენციური პოლიტიკური შედეგებით როგორც პეკინში, ასევე ვაშინგტონში. Bloomberg-ის ექსპერტების აზრით, წელს ჩინეთის ეკონომიკის მინიმალური ზრდა 2% იქნება, ხოლო შეერთებული შტატების მშპ შესაძლოა მინიმუმ 2,8%-ით გაიზარდოს. ამავდროულად, პეკინმა დაისახა მიზანი, რომ მიაღწიოს მშპ-ს 5,5%-იან ზრდას წელს, ხოლო ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, როგორც The Wall Street Journal-ი იტყობინება, დაავალა ოფიციალურ პირებს უზრუნველყონ, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გაუსწროს ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას. ანალიტიკოსები ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შემცირებას უკავშირებენ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას კოროვირუსის მიმართ (COVID-Zero), რაც გულისხმობს ვირუსის გავრცელების შეზღუდვას დაბლოკვისა და სავალდებულო კარანტინის გზით მათთვის, ვინც კონტაქტში შედიოდა ინფიცირებულ მოქალაქეებთან. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი - ჩინეთის მშპ-ს შემცირება ამ კვარტალში მოხდა საცალო გაყიდვების და სამრეწველო წარმოების შემცირების ფონზე აპრილში, ამბობენ ექსპერტები. „ხელსაყრელ სცენარშიც კი, COVID-Zero-ს პოზიციის ნაკლებად სავარაუდო შესუსტების შემთხვევაში, 5%-იანი ზრდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მთავრობის მიზნის 5.5%-ზე, მიუწვდომელია“, - აცხადებენ ბლუმბერგის ანალიტიკოსები ანგარიშში.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)