2022-05-20 14:29:04, 925 ნახვა
საზოგადოება
გლდანის გამგეობის მიერ სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.
უწყების ცნობით, მათ შორის, დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოსაწესრიგებლად სამუშაოები 21 მისამართზე მიმდინარეობს, 19 მისამართზე კი დასრულებულია. აღნიშნული სამუშაოებისთვის სულ 1 174 549 ლარი დაიხარჯება.
პროექტები გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),