16:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 11:35:39, 1544 ნახვა

ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ეძებს რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყენების გზებს

 ევროკავშირი ეძებს რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყენების გზებს ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ოლიგარქების მილიარდობით  აქტივები და დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინის დასაფინანსებლად.

„ჩვენი იურისტები ინტენსიურად მუშაობენ უკრაინის აღმშენებლობისთვის ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლო გზების მოძიებაზე. ვფიქრობ, რუსეთმაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი“, - განუცხადა მან ტელეკომპანია ურსულა ფონ დერ ლეინმა.

ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებთან.

„გაწევრიანების პროცესი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იქცევა კანდიდატი და რას აკეთებს. უკრაინას სურს შეუერთდეს ევროკავშირს ნებისმიერ ფასად, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მოტივაციაა საჭირო რეფორმების გასატარებლად.ჩვენ მოგვიწევს უკრაინის რეკონსტრუქციის თანადაფინანსება… აზრი აქვს ერთდროულად მივიღოთ რეფორმები, მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ ან კანონის უზენაესობის დამკვიდრება”, - თქვა მან.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გამოავლინა თანხმობა უკრაინის აღდგენისთვის რუსული რეზერვების გამოყენების იდეის მიმართ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics