21:32 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 17:10:39, 2213 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსული წიაღისეული საწვავის გათიშვის 300 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ ახალი 300 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმა წარადგინა, რომელიც რუსული ენერგიის იმპორტის აღმოსაფხვრას ითვალისწინებს.

ევროკომისიის განცხადებით, პროცესს დასჭირდება მოკლევადიანი ინვესტიციები წიაღისეული საწვავის ახალ ინფრასტრუქტურაში რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის ჩანაცვლებისთვის.

„პუტინის ომი, როგორც ჩვენ ყველანი ვხედავთ, ძლიერ არღვევს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარს,” - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა

გეგმას სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: ენერგიის დაზოგვა, განახლებადი ენერგიის გაზრდა და ნავთობისა და გაზის ევროპული მიწოდების დივერსიფიკაცია, რომელიც მოიცავს ახალ წინადადებებს ევროკავშირის განახლებადი ენერგიის მიზნის 45%-მდე ამაღლების შესახებ 2030 წლისთვის.

„უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, ევროპა გახდეს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი, გაზარდოს თავისი გამძლეობა და სუვერენიტეტი და განაგრძოს მსოფლიოს ლიდერობა კლიმატის კრიზისის წინაშე,” - თქვა ევროკავშირის კლიმატის ხელმძღვანელმა ფრანს ტიმერმანსმა.

გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, რუსული გაზის მოხმარება 2022 წლის ბოლოსთვის ორი მესამედით შემცირდება, რასაც მაღალჩინოსანის განცხადებით მოჰყვება დამოკიდებულების უფრო ეტაპობრივი, ხაზოვანი შემცირება განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების ასაშენებლად საჭირო დროის გამო.

„თუ თქვენ აირჩევთ ამ ხაზს, მხოლოდ არგუმენტის გულისთვის, თქვენ მიაღწევდით დამოუკიდებლობას, დაახლოებით 2026 ან 2027 წელს,” - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics