13:17 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 16:15:09, 959 ნახვა

საზოგადოება
ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Flyadeal დაიწყებს

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის და ივნისიდან ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დაასრულა.

პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები - ჯედადან და რიადიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით Flyadeal პირდაპირი რეგულარულ რეისებს  საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით შესრულდება.  (რიადი-თბილისი-რიადი - კვირაში 4 სიხშირე, დამამი-თბილისი-დამამი - კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა - კვირაში 2 სიხშირე, ჯედა-ბათუმი-ჯედა - კვირაში 3 სიხშირე, რიადი - ბათუმი- რიადი - კვირაში 3 სიხშირე).

,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გვაქვს საკმაოდ დადებითი მოლოდინები. ერთდროულად ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal. ავიაკომპანიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა. საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მოხარულები ვართ, რომ ივნისის ბოლოდან საქართველოს საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება,-“აცხადებს თამარ არჩუაძე.

საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ თავდაპირველად ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა. Flyadeal 50  Airbus A320neo და Boeing 737 MAX ფლობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics