14:24 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 10:55:52, 1151 ნახვა

საზოგადოება
GITA-ს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის ბოლო ეტაპზე მიღება დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამის ბოლო ეტაპზე მიღება დაიწყო.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, 17 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე 45 მიმართულებით (Game Development, Cisco, Cloud Service, Virtualization, Baაck-end Development, Cyber Security, Blockchain, CAD/CAM/CAE, IT Service Management, AI და სხვა) და სასურველი კურსი სრულიად უფასოდ გაიაროს.

„გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს „პროდაქტ მენეჯმენტსა“ და „ფრილანსერობაში“, რათა შეიძინოს საჭირო უნარები და შეძლოს, იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან. კურსების უმრავლესობა მოიცავს რეალურ პროექტებზე მუშაობას, კურსს უძღვებიან უცხოელი ტრენერები.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის 1-2 ეტაპის სტატისტიკა ასეთია: 1500+ უკვე გადამზადებული სპეციალისტი; 6202 აპლიკანტი; 12 322 შევსებული აპლიკაცია; 98% კმაყოფილების დონე; 70% საერთაშორისოდ სერტიფიცირებული სპეციალისტი; 86% დადებითი გავლენა კურსდამთავრებულებზე; 55% კურსდამთავრებულების შემოსავლის ზრდა. ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად. თბილისის კომუნიკაციის სკოლა (Commschool) ჩართული იქნება მონაწილეთა შერჩევის, მხარდაჭერისა და კურსების მენეჯმენტის ნაწილში, ისევე როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში. 3000 IT სპეციალისტის უფასოდ გადამზადების ბოლო ეტაპზე 1500-ზე მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. ტრენინგზე რეგისტრაციას ნებისმიერი მსურველი 5 ივნისამდე შეძლებს ვებ- გვერდზე: www.ict.gov.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics