|
2022-05-17 02:04:52, 2732 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: მარიუპოლის დამცველების გადარჩენა დაიწყო, ამას დრო დასჭირდება
მარიუპოლის დამცველების გადარჩენა დაიწყო, ამას დრო დასჭირდება - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში გააკეთა. „მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია ჩვენმა სამხედროებმა, დაზვერვის ოფიცრებმა დაიწყეს. ბიჭების სახლში გამოყვანაზე, მუშაობა გრძელდება და ამ საქმეს დელიკატური მიდგომა სჭირდება. და ჭირდება დრო. უკრაინის სამხედროების, დაზვერვის, მოლაპარაკებების ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას“, - განაცხადა ვლოდიმერ ზელენსკიმ. Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით 10-მა ავტობუსმა, რომლითაც გადაჰყავდა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ჩაკეტილი იყვნენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვსტალის ქარხანა დატოვა. სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ჯარისკაცებს შორის არიან დაჭრილებიც. უკრაინული ოფიციალური წყაროები აზოვსტალის გარშემო არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბლოკირებულ უკრაინელ სამხედროებთან მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლებელი გახდა დაჭრილების გადაყვანაზე ქალაქ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში თვითგამოცხადებული DPR-ის ტერიტორიაზე. Reuters-ის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე 600-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. მანამდე უკრაინული აზოვის პოლკის განცხადება, რომელსაც ეკუთვნის აზოვსტალის მრავალი დამცველი, ასევე გამოჩნდა Telegram-ში უმაღლესი სარდლობის გარკვეული ბრძანების შესრულების შესახებ. პოლკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძანება ეხებოდა მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რისგან შედგებოდა იგი. ამასთან, უკრაინული მედიის Telegram-ის არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდნეტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)