|
2022-05-16 17:55:43, 1392 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: 2022 წელს ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70 პროცენტიან აღდგენას და უკვე იანვარ-აპრილში 69 პროცენტით არის ტურიზმი აღდგენილი
„წინასწარი მონაცემებით, აპრილში გვქონდა ექსპორტის 10 პროცენტიანი ზრდა, რაც დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც საბაზისო მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. გვახსოვს, რომ შარშან გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აპრილში, მაღალი იყო, მათ შორის, საექსპორტო შემოსავლები და, შესაბამისად, აპრილის პერიოდი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ძალიან გაზრდილია. ეს გვაძლევს იმედს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, ის გეგმები, რომლებიც გვქონდა ეკონომიკის განვითარებისა და კიდევ უფრო გაჯანსაღების კუთხით, შესრულდეს" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ტურიზმის კუთხით შემოსავლების აღდგენას. „ჩვენი მთავარი, გაუთვალისწინებელი ფაქტორი იყო, თუ რამდენად შევძლებდით 2022 წელს ტურიზმის აღდგენას, რადგან გვახსოვს, რომ 2021 წელი ტურისტულად არ იყო აქტიური. 2022 წელს ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70 პროცენტიან აღდგენას, დღევანდელი მონაცემებით კი, დაახლოებით 69 პროცენტით არის უკვე ტურიზმი აღდგენილი - ეს არის იანვარი-აპრილის მაჩვენებლები, რა პერიოდშიც, დაახლოებით 582 მილიონი დოლარი შემოსავალი გვაქვს უკვე მიღებული. ასევე 52 პროცენტით არის აღდგენილი მგზავრთა შემოსვლა ანუ ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წელთან მიმართებაში" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად ყალიბდება ტურისტული დარგი და იზრდება ტურიზმში უფრო მაღალი შემოსავლის მქონე, გრძელვადიანი ვიზიტების რაოდენობა. „შესაბამისად, შემოსავლების უკეთესად აღდგენა ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის ის მონაცემები, რაც დაგეგმილი გვქონდა, წლის ბოლომდე შევასრულოთ, მათ შორის, ტურიზმის კუთხით. ასევე იმედის მომცემია დაინტერესება, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართულებით - 400-მდე ფრენა იგეგმება მაისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით და ვხედავთ, რომ კიდევ არის მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიებთან. საქართველოს თავისი მიზიდულობა აქვს, რა თქმა უნდა, აქტიური იქნება ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგული კომუნიკაციის კუთხით და გვექნება საინტერესო სიახლეები ტურიზმთან დაკავშირებით" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)