14:19 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 16:51:14, 1340 ნახვა

მსოფლიო
პუტინი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლაზე: პრობლემა ნულიდან იქმნება, ჩვენ ამაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ

რუსეთის პასუხი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლაზე დამოკიდებული იქნება ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა აღნიშნა, რომ გაუთავებელი გაფართოების პოლიტიკის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სცილდება თავის გეოგრაფიულ დანიშნულებას, ვინაიდან ცდილობს უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საკითხებში და გააკონტროლოს საერთაშორისო ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც რა თქმა უნდა მოითხოვს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან

„ჩვენ შევხედავთ, თუ რა იქნება ეს დაფუძნებული იმ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება, ფაქტობრივად, პრობლემა ნულიდან იქმნება, ჩვენ ამაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს გაფართოება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics