13:17 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 14:03:48, 1569 ნახვა

მსოფლიო
„არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს“ - დიდი შვიდეული განცხადებას ავრცელებს

"ჩვენ, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები, მტკიცენი ვართ სოლიდარობაში და მხარს ვუჭერთ უკრაინას, რუსეთის გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და აგრესიული ომის წინააღმდეგ",- ამის შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. 

დიდმა შვიდეულმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და აირჩიოს საკუთარი მომავალი. 

"ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაუპირისპირებლად დაასრულოს დაწყებული ომი და დაასრულოს ის ტრაგიკული ტანჯვა და ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც იწვევს. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ბელარუსმა შეწყვიტოს რუსეთის აგრესია და დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. 

რუსეთმა დაარღვია გაეროს წესდება, ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰელსინკის დასკვნით აქტში და პარიზის ქარტიაში და მოუწევს პასუცი აგოს შედეგებზე. 

ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს. დიდი შვიდეული გააგრძელებს ჩართულობას უკრაინის, მათ შორის ყირიმის და ყველა სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ჩვენ ვგმობთ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების უპასუხისმგებლო მუქარას",- ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics