13:18 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 13:29:49, 1189 ნახვა

მსოფლიო
მარგარიტის შინასი - ევროკომისია რუსეთის აქტივების კონფისკაციას გაამარტივებს

ევროკომისია აპირებს გაამარტივოს რუსული აქტივების კონფისკაცია, რომლის მფლობელები სანქციების ქვეშ მოექცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Welt-ი ავრცელებს.

მათი თქმით, პროცესი რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების განხორციელების დასაჩქარებლადაა გამიზნული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი ცდილობს გააძლიეროს მუშაობა უკრაინის ომში ჩართული რუსი და ბელორუსიელი ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

„ევროკომისია მალე წარუდგენს წინადადებას კონფისკაციისა და აქტივების დაბრუნების არსებული საკანონმდებლო ბაზის მოდერნიზაციის შესახებ, რათა გააძლიეროს ეროვნული ხელისუფლების უფლებამოსილებები კრიმინალური შემოსავლების ძიების, გაყინვის, კონფისკაციისა და მართვის მიზნით“, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირში სანქცირებული პირების ქონება 139 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, საიდანაც მხოლოდ ერთი პროცენტია ჩამორთმეული. აქტივების აღდგენის ოფისებს ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანაში უნდა მიეცეს გაძლიერებული უფლებამოსილება მათი აღმოჩენის მიზნით.

ევროკომისიის ახალ გეგმებს ასევე შეუძლია დაეხმაროს სანქციების გამკაცრებას ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან კონკრეტულ მაგალითს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაყინვა და კონფისკაცია ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით რუსებისა და ბელორუსების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან“, - დასძინა შინასმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის სასამართლოების გადაწყვეტილებით მიიღო კანონი რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics