15:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 13:10:33, 949 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ერიკ ილესი ესწრებოდნენ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია „სუფთა რეგიონი“, რომლის ძირითადი მიზანი ნარჩენების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ასევე, სტიქიური ნაგავსაყრელების და ზოგადად, გარემოს დაბინძურების შემცირებაა. სუფთა ქუჩა და სუფთა რეგიონი სუფთა ქვეყანას ნიშნავს

„მიმდინარე წელს, კონკურსის „სუფთა რეგიონი“  დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.

2021 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

  • „სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი
  • „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
  • „სუფთა ქალაქი“ - ქ. ლაგოდეხი
  • „სუფთა დაბა“ - დაბა მესტია
  • „სუფთა სოფელი“ - სოფელი ჭკადუაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
  • „ლამაზი ეზო" - ბესიკ პერტაიას ეზო (სოფელი ცაიში)
  • „ლამაზი ეზო“ (ორგანიზაციის) - ღვინის კომპანია შპს „მეღვინეობა ხარება“
  • „სუფთა ქუჩა“ -  მერაბ კოსტავას ქუჩა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი

კონკურსის კომისიის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცათ:

  • მცხეთა-მთიანეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს - ნარჩენების მართის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის
  • „ლამაზი ეზო“  - კომპანია „შუმი“
  • „ლამაზი ეზო“ - ნუნუ კარდახელაშვილის ეზო (სოფელი ნუმისი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
  • „ლამაზი ეზო“- ბორის პაპასკუას ეზო (ქ. ფოთი)
  • „სუფთა/ლამაზი ქუჩა“ - ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
  • „სახლი იწყება ეზოდან“ - ზაქარიაძის ქუჩა (ქ. თბილისი)

პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებენ.“- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics