|
2015-02-04 20:43:43, 1251 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე ე.წ. ვარკეთილის ხიდი გამოიცდება
ღამის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე # 2 გზაგამტარი, ე.წ. ვარკეთილის ხიდი გამოიცდება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩაიკეტება გზის ძირითადი მოძრაობის ზოლი და ავტომობილებისთვის გადაადგილება მეორეხარისხოვანი ზოლებით იქნება შესაძლებელი. "ხიდის გამოცდა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. თავდაპირველად ნაგებობაზე განთავსდება სატვირთო მანქანები, რომელბიც შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით იმოძრავებენ. პარალელურად, სპეციალისტები ხიდზე მიმდინარე პროცესებს სპეციალური ხელსაწყოებით შეამოწმებენ. გზაგამტარის გამოცდის საბოლოო დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი", - აცხადებენ მერიაში. გარდა ამისა, მერიის ცნობით, კახეთის გზატკეცილზე 15 თებერვლამდე კიდევ სამი გზაგამტარი გამოიცდება. ხიდებისა და მეტეხის გვირაბის გამოკვლევა-გამოცდის პროექტის ფარგლებში, კვლევა უკვე ჩაუტარდა 8 ნაგებობას. კვლევის მიზანია ობიექტების მდგომარეობის დადგენა და, საჭიროების შემთხვევაში, განსახორციელებლი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათი ღირებულების განსაზღვრა. კვლევითი სამუშაოებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს. პროექტი, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 397 900 ლარია გამოყოფილი, 2015 წლის მაისში დასრულდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)