23:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 13:47:23, 1612 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტი, შესაძლოა, ბირთვულ ომში გადაიზარდოს

რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, ის შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ ომში, რაც კატასტროფული სცენარი იქნება ყველა მხარისთვის-  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბირთვული ომის საფრთხეზე საუბრობს.

მედვედევის თქმით, ნატო-ს მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ჯარისკაცების გაგზავნა და რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნების ჩატარება კონფლიქტის საფრთხეს ზრდის.

„ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება, მისი ჯარების მომზადება დასავლური აღჭურვილობის გამოსაყენებლად, დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა და ალიანსის ქვეყნების მიერ წვრთნების ჩვენს საზღვრებთან  ჩატარება, ზრდის ნატოს შორის პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას. ასეთი კონფლიქტს ა სრულფასოვან ბირთვულ ომში გადაქცევის რისკი ახლავს. ეს ყველასთვის კატასტროფული სცენარი იქნება“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, უცხოელი ანალიტიკოსები ნატოსა და რუსეთს შორის შესაძლო ომზე საუბარს არ წყვეტენ და მათი ცინიზმი სულ უფრო მკვეთრი ხდება. 

"უცხოელები ცდილობენ დღის წესრიგში დადონ თეზისი იმის შესახებ, რომ რუსეთი „ატომური კონფლიქტით აშინებს მსოფლიოს მოვუწოდებ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს, დაფიქრდნენ თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგებზე“-წერს მედვედევი.

მედვედევმა  ბირთვული ომის ალბათობა. მარტში, რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა, პოლიტიკოსმა თქვა , რომ "არავის სურს ომი", მაგრამ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე ყოველთვის არსებობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა მანამდე განაცხადა, რომ რუსული ჯარების მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელია, რადგან ის "არ შეესაბამება სპეცოპერაციის ამოცანებს". მისი თქმით, რუსული მხარე მტკიცედ იცავს იმ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც „ატომურ ომში გამარჯვებული არავინაა"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics