|
2022-05-12 11:03:00, 1100 ნახვა
მსოფლიო
ფინეთი მხარს უჭერს ნატო-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას
ფინეთმა უნდა წარადგინოს განაცხადი ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ,- აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოსა და პრემიერ მინისტრ სანა მარინის ერთობლივ განცხადებაში. ეს არის მთავარი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. "ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოში გაწევრიანებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ეროვნული ნაბიჯები უახლოეს დღეებში სწრაფად გადაიდგმება,“ - განაცხადეს ნიინისტომ და მარინმა. სამხედრო ალიანსის მიმართ მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა ფინეთში და მეზობელ შვედეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოსკოვი დაუზუსტებელი ზომების მიღებით დაიმუქრა , თუ ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მთავრობები სამხედრო ნეიტრალიტეტის მრავალწლიან პოლიტიკაზე უარს იტყვიან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ფინეთსა და შვედეთს სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა. სკანდინავიის რეგიონში ნორვეგია, დანია და ბალტიის სამი ქვეყანა უკვე ნატო-ს წევრები არიან. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, მოსკოვის გაბრაზებას გამოიწვევს, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციის გაფართოება მის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. კითხვაზე, მოახდენს თუ არა ფინეთი ნატოში გაწევრიანებით რუსეთის პროვოცირებას , ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ დამნაშავე პუტინი იქნება. „ჩემი პასუხი იქნება, რომ ეს შენ გამოიწვიე. ჩაიხედე სარკეში," - თქვა ნიინისტომ. ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ფინეთის საზოგადოების მხარდაჭერა წლების განმავლობაში დაახლოებით 20-25% იყო. მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მან მიაღწია რეკორდულ - 76% . შვედეთში მოსახლეობის 57%-ს სურს გაწევრიანება, რაც კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ომამდე.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)