|
2022-05-12 10:59:41, 1171 ნახვა
ეკონომიკა
„სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასტუმრო ამოქმედდა
„ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 30 სტუმარზე გათვლილი სასტუმროს კომპლექსი 10 ხის კოტეჯს მოიცავს. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარს შეადგენს, ბენეფიციარის წილი კი, 50,000 ლარზე მეტია; ახალ სასტუმროში 17 ადამიანი დასაქმდა“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში, გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ გიორგი ციმინტიასთან ერთად იმყოფებოდა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ გიორგი ციმინტიას განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში სოფლის განვითარებას უჭერს მხარს. მხარდაჭერის ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში 9 მლნ-ზე მეტი ლარის საგრანტო დაფინანსებაა გათვალისწინებული ადგილობრივი არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისათვის. „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. „სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)