|
2022-05-11 18:42:07, 1030 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ მიიღო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი,ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ მიიღო „პანდემიის დაწყებიდან, 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ, რომ პაციენტებს ხარისხიანი სერვისი მიეღოთ. ამ თანხის ნაწილი მკურნალობაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის 50%-იანი დანამატის გასაცემად იყო მიმართული. პანდემიის სტაბილიზაციის პირობებში, 1-ლი მარტიდან, შესაძლებელი გახდა კლინიკების ეტაპობრივი გამოთიშვა კოვიდის მართვის პროგრამიდან. ამჟამად, კოვიდ პაციენტების მიღებას, საჭიროების შესაბამისად, ახორციელებს 40-მდე კლინიკა, 2000-მდე საწოლით. თუმცა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე, მინიმალურია და დღეში, 30 შემთხვევას შეადგენს“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას. ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს რესურსები მიმართული იყო დაავადების როგორც ჰოსპიტალურ, ისე პირველადი ჯანდაცვის დონეზე მართვისკენ. პროცესების ეფექტური დაგეგმვით კი, COVID-19 ინფიცირებულმა მოქალაქეებმა, სათანადო სერვისი, მკურნალობის ყველა დონეზე, ბარიერების გარეშე, შეუფერხებლად მიიღეს.
„Pfizer-ის წარმოების პრეპარატი აშშ-სა და ევროპაში წარმატებით გამოყენების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან „პაქსლოვიდი“ უფასოდ გადაეცემათ საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტრო, რეგულირების სააგენტო და შრომის ინსპექციის სამსახური აგრძელებენ კლინიკების მონიტორინგს ინფექციის კონტროლის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პერსონალის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით. სამინისტროსთვის მთავარი ამოცანაა პაციენტების და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესების და უფლებების დაცვა, მრავალმხრივი მიმართულებით.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)