16:30 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 17:11:16, 1135 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - მაისის ბოლომდე, დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს, ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა

„მაისის ბოლომდე ჩვენ მომწოდებლებისგან მივიღებთ CGM (Continuous Glucose Monitoring) სისტემების პირველ შეკვეთას. შედეგად დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიაბეტის ეფექტური და უმტკივნეულო მართვისთვის“, - აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა. 

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რამაც უწყებას, დიაბეტის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების შესაძლებლობა მისცა. 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მოხდება დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდაც.

„პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით სერვისების მიმწოდებლები წარმოდგენილია მხოლოდ თბილისის 3 დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური მოლაპარაკების ფარგლებში, შესაძლებელი გახდა სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. სულ მალე, დიაბეტის მართვის სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში.“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics