16:30 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 15:50:36, 1206 ნახვა

საზოგადოება
რვა თვის უკრაინელი ბავშვი, რომელსაც „ჯო ენის“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს

რვა თვის უკრაინელი ბავშვი, რომელსაც „ჯო ენის“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯო ენის“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მედპერსონალმა, უკარაინასთან სოლიდარობის ნიშნად, პაციენტი ქართული და უკრაინული დროშებით გააცილა.

„ოჯახი საქართველოში, ბათუმში ომამდე ჩამოვიდა და საბრძოლო მოქმედებების გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლო. ოპერაცია, რომელიც მარტის თვეში კიევში ჰქონდათ დაგეგმილი, ომის გამო ვერ გაკეთდა და სამედიცინო მომსახურება „ჯო ენის“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაეწიათ. პაციენტი ჰოსპიტალში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პოსტოპერაციულად. ხარჯები მთლიანად „ჯო ენის“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა გაიღო.“- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics