17:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 12:36:04, 1330 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის მერი - შესაძლოა, წლის ბოლომდე, დაავადებებისა და გაუსაძლისი პირობების გამო 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს

წლის ბოლომდე დანგრეულ მარიუპოლში დაავადებებითა და გაუსაძლისი პირობების გამო შეიძლება 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს,- აცხადებს მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩკო.

ქალაქის მერის თქმით, ახლა რუსი სამხედროების მიერ ბლოკირებულ საპორტო ქალაქში 150-170 ათასი ადამიანი რჩება.

"დამპყრობლებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს. ამიტომ, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შესაბამისი იქნება. მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, წყალმომარაგების გარეშე დარჩენილ ალაქში ეპიდემიები დაიწყება.ახლა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა მოხუცები და ავადმყოფები არიან. სათანადო პირობების გარეშე, მოწყვლადი კატეგორიების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება რუსები აგრძელებენ გენოციდს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყეს. ჩვენს ხალხს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ამიტომ საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია ,"- აღნიშნავს ბოიჩკო.


შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი 1 მარტიდან ბლოკირებულია  რუსული არმიის მიერ. აპრილის ბოლოდან უკრაინელი მცველები აზოვსტალის ქარხანაში იბრძვიან.ქალაქი მარიუპოლი კვირებია 
ელექტროენერგიის, კომუნიკაციების, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშეა. მოსახლეობის ნაწილმა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაცია მოახერხა, რუსებმა რამდენიმე ადამიანი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაასახლეს. აპრილში რუსებმა მიცვალებულთა ცხედრების დაწვა დაიწყეს.

აპრილის შუა რიცხვებში უკრაინის ხელისუფლებამ ივარაუდა, რომ მარიუპოლში 20-22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
     





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics