12:22 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 11:49:06, 1305 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - გემი „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ, რუსულმა საზღვაო ძალებმა უკან დაიხიეს

უკრაინამ ბაირაქტარის დრონებით წარმატებით შეუტია რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დახვერვის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსულმა საზღვაო ძალებმა გემი მოსკვას ჩაძირვის შემდეგ უკან დაიხიეს და ყირიმში დაბრუნდნენ რუსეთის მომმარაგებელი ხომალდები შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მინიმალურადაა დაცული.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აცხადებს, რომ ზმეინის კუნძულზე ბრძოლები გრძელდება, რადგან რუსეთი ცდილობს გაზარდოს ძალები  და დაიბრუნოს კონტროლი. 

მათივე შეფასებით, თუ რუსეთი ზმეინის კუნძულზე სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის ძალებსა და სასაზღვრო ფრთოსანი რაკეტებს მოაბილიზებს, მან შესაძლოა, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უპირატესობა მოიპოვოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა Bayraktar TB2-მა  სერნას პროექტის რუსული სადესანტო ხომალდი ოკუპირებული ზმეინის კუნძულის სანაპიროზე თავდასხმის შედეგად გაანადგურა. იქამდე კი, 6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics