03:21 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 13:17:32, 2865 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - სამხედრო წარუმატებლობის გამო რუსეთი თავის პროპაგანდას ცვლის

სამხედრო წარუმატებლობის გამო რუსეთი თავის პროპაგანდას ცვლის,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სადაზვერვო სამსახური Telegram-ით ავცრელებს.

დაზვერვის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის არმია განიცდის კატასტროფულ დანაკარგებს და მარცხებს უკრაინის მხირდან.

„იმისათვის, რომ შეეცვალათ რუსების წარმოდგენა სამხედრო „უძლეველობის“ შესახებ და მოემზადებინათ საზოგადოება შესაძლო დამარცხებისთვის, რუსულ მედიას დაევალა საუბარი რუსეთ-უკრაინის ომზე, როგორც შეიარაღებულ დაპირისპირებაზე რუსეთსა და ევროკავშირისა და ნატო-ს ყველა ქვეყანას შორის“, - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

გარდა ამისა, დაზვერვის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კრემლის ტელეარხებს, ონლაინ მედიის ხელმძღვანელებსა და პუტინის მომხრე ბოტების არმიას უკვე ევალებათ გადავიდნენ ახალ საინფორმაციო პოლიტიკაზე.

„ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტები საკუთარი გადარჩენისთვის გაერთიანების აუცილებლობისა და კრემლის დიქტატორის პოლიტიკის მიმართ ბრმა ნდობის შესახებ ტვინებს ახლა რუსებს გაურეცხავენ,“- წერს უკრაინის დაზვერვა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics