|
2022-05-09 22:25:13, 1500 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი - პატრიარქი კირილე შავს თეთრად ასაღებს და თეთრს კი შავად
პატრიარქი კირილე შავს თეთრად ასაღებს და თეთრს კი შავად- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი ავრცელებს. მისივე თქმით, ღმერთი დავითთანაა და არა გოლიათისკენ. " პატრიარქი კირილე შავს თეთრად ასაღებს და თეთრს კი შავად. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ის კი ამბობს, რომ ეს ასე არაა. სიმართლეა ეს? ყველასთვის ცხადია, რომ ეს სიმართლე არაა. პატრიარქი კირილე სიყალბის გზას დაადგა და რასაც ის [ამ ომზე] ამბობს, ყველაფერი სიცრუეა. მაგრამ ჩვენ - ჩვენ სიმართლის გზით უნდა ვიაროთ, რადგან ღმერთია სიმართლეში. და სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაცაა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთს დააამარცხებს. ღმერთი დავითთანაა და არა გოლიათისკენ! უკრაინა დღეს დავითია და მისი გამარჯვება დღეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებაა, არამედ ესაა გამარჯვება მთელი ევროპისა და ყველა მშვიდობისმოყვარე ერისა." - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტი. შეგახსენებთ, რომ ამავე ინფორმაციით სულ მცირე 20-მა უკრაინელმა დაასრულდა წვრთნა უპილოტო საფრენი აპარატის Phoenix Ghost-ის გამოყენებაზე, 60-მა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა M113 ჯავშანტრანსპორტზე
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)