|
2022-05-09 19:25:32, 1535 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონსონი - ჩვენ, დიდ ბრიტანეთში ვამაყობთ, რომ ომის დაწყებიდანავე მხარდამხარ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით
ჩვენ, დიდ ბრიტანეთში ვამაყობთ, რომ ომის დაწყებიდანავე მხარდამხარ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ავრცელებს. " 75 დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო, ისინი საპასუხოდ დაუღალავი სიძლიერითა და სიმამაცით იბრძვიან. იგერიებენ რუსების შეტევებს კიევზე და მსოფლიოს აჩვენებენ, რომ არცერთი რაოდენობის სამხედრო ძალას არ შეუძლია აჯობოს ადამიანებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ თავისუფლები იყვნენ. ჩვენ, დიდ ბრიტანეთში ვამაყობთ, რომ ომის დაწყებიდანავე მხარდამხარ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით, ვაძლევთ მათ ჯაველინებსა და სხვადასხვა ტექნიკას, რაც რუსული ტანკებისგან, საჰაერო თავდასხმებისგან, საზღვაო იერიშებისგან თავის დასაცავად სჭირდებათ. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, არასდროს ვყოფილვარ უფრო მეტად დარწმუნებული, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, იქნება თავისუფალი, სუვერენული და კვლავ აღდგება. დიდი ბრიტანეთი იმდენი ხანი იქნება თქვენ გვერდით, რამდენიც ამის საჭიროება იქნება. მადლობა და დიდება უკრაინას" - განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)